Monday, March 7, 2016

ჩვენ ხუთნი გავხდებით

ძალიან მიყვარს უკვე ხუთივე

მთელი ზამთარია, მელიკო გეგმავს, თუ სად დავისვენებთ ზაფხულში. აქამდე, ერთად საზღვარგარეთ დასასვენებლად არ ვყოფილვართ ჯერ, ისე მოხდა... ჯერ საბერძნეთის რომელიღაც კუნძული მანახა - წავიდეთო, მერე ევროტურზე მელაპარაკა, რომ შეხედა, რომ ენთუზიაზმით არ მოვეკიდე საკითხს, საჩემო ქალაქების არჩევა დაიწყო, სადაც ან ოკუპაციის მუზეუმია, ან კარგ ლუდს ასხამენ. ბავშვების დატოვების საკითხის შეთანხმება დაიწყო საჭირო ხალხთან და თარიღების ჩანიშვნა, რომ ადრეული და იაფიანი ბილეთი გვეყიდა ფრენის. ვარჟიშიც დაიწყო და ზაფხულში ჯვრისწერის დაგეგმვაც დავიწყეთ ნელ-ნელა...
მოკლედ, "კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო" მოგვივიდა.

2 კვირაზე მეტია იძახის, რომ საჭმელს გემო შეეცვალა, რომ მალე იღლება და ეძინება მუდმივად, რომ ნერვები აღარ ჰყოფნის იმაზე, რაზეც ადრე ყოფნიდა. ჯერ დემნას უძილობას აბრალებდა, მერე გადატვირთულ დღეებს, მერე ორივეს ერთად, სამსახურში უთხრეს კიდეც, ორსულად ხომ არ ხარო და ისე უარყო, რომ მეორედ აღარც  გაუმეორეს თურმე ეს ეჭვი.
ეესე დაუგეგმავად, ჩვენ ხუთნი გავხდებით :) ეს ემოცია მინდა ამ სახით დავიმახსოვრო, ძალიან მიხარია, გაგებისთანავე, სკამიდან წამოხტომა და "გაქცევა" მომინდა, სად წამეღო ენერგია არ ვიცოდი უცბათ. თან ამ სიხარულის ძალიან აშკარად გამოხატვაც შემეშინდა, მელიკოს არ ჰქონდა გეგმაში და მოუმზადებელი შეხვდა. ყიფშიძეზე, სადაც ეს ამბავი ყველამ ერთად გავიგეთ, ცრემლებიც კი წამოსცვივდა, არ ვიცი რისგან.

ამ დღეებში ექოსკოპიაზე წავალთ და დავადასტურებთ ამ ამბავს, ჯერ სულ ცინცხალია, არავინ არ იცის დედას და მელიკოს ოჯახის წევრების გარდა. დედაზე მიხარება მინდოდა და რომ მოვედით, სახლში არ იყო, ბებოსთან დაგვხვდა, ტელეფონით, ვერ მოვითმინე და ვუთხარი მაინც. დემნას გადამკიდე, სულ ამბობდა მესამე არ დამანახოთ ჯერო მაგრამ, ისე გაუხარდა...

ნეტა გოგო იყოს :)

Wednesday, November 5, 2014

დემნა

ჩვენ უკვე ოთხნი ვართ :)
დაჩი "დემა"-ს ეძახის, ეფერება, ზოგჯერ ითხოვს კიდეც.
წყნარი ტიპია, შავი - შავი, მაგრამ დაჩიც მსგავსი ფერების იყო. ძალიან უყვარს ჩვენთან ძილი (დაჩის არ იყოს), მსუნაგია, თუმცა ჭამის დროსაც ხშირად ეძინება. ძუძუს მიირთმევს და ძალიან მიხარია. ექიმმა ფეხების თაბაშირი გაუმზადა, ხვალიდან ჩაიცმევს, რომ გაუსწორდეს...

Monday, February 17, 2014

ჩვენ ოთხნი გავხდებით

წამოგორებული, კომპიუტერზე ვსაქმიანობ და მოვიდა, ჩამოჯდა, მისი შეხება ვიგრძენი, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია...
- ეს იცი რას ნიშნავს? - მეკითხება
გავიხედე და ხელში ორსულობის ტესტი უჭირავს დადებითი პასუხით...
სუნთქვა შემეკრა, წამის მეათედით გული ყელში ვიგრძენი, ესე რამოდენიმე თვეა არ გამხარებია.

იმის მერე, მესამე დღეა სულ ვკოოცნი, სულ ვეფერები, ძალიან მადლობელი ვარ მისი და ღმერთის, რომ ამის ბედნიერება გვაქვს.

თითქოს ველოდით კიდეც, რომ ეს ახალი ამბავი გზაში იყო, თუმცა უკვე ფაქტით, ძალიან გავბედნიერდი.

შაბათს ეხოზე მივდივართ, რომ დავადასტუროთ ან ვუარყოთ ჩვენი ტესტის შედეგი, იმედია იქაური პასუხიც დადებითი იქნება.

ამის დაწერის მიზანია, შეგრძნების "შენახვა"

Friday, February 8, 2013

მელიკოს გამოცდა

მელიკომ გამოცდა ჩააბარა. ამ ფაქტით ისე გავიხარე, რომ პატარა ბავშვივით მომინდა ადგილზე ხტუნაობა და თან ტაშის შემოკვრა.
ჩავეხუტე, დავკოცნე, იმ საღამოს ავღნიშნეთ კიდეც (ჩაიზე და ბლინებზე დავპატიჟე)

რა ბედნიერი ვარ, რომ ბედნიერი ვარ :)

ძალიან მიყვარს

ინციდენტი

დღეს ლოგინიდან იფრინა:))))
პირველი ინციდენტი, რაც არსებობს.
მაინც კარგია, 20-ში 8 თვის გახდება.
ცოტა თავი დაარტყა, ესე არასდროს უტირია, მელიკოს და თამრიკოს შეეშინდათ ძალიან.

ზოგადად:
* ფაფას, ვაშლს, ბოსტნეულს და წყალს მიირთმევს უკვე 2 კვირაა
* ფეხზე დგას მანეჟში და ძალიან უხარია, რომ იღლება, უშვებს ხელებს და ხმაურით ეცემა სათამაშოებში
* ტაში-ტაში - ს , არა-არა - ს და ბუცი-ბუცი - ს თამაში იცის
* მაშა და დათვის ყველა სერია იცის და უმრავლესობა ძალიან მოსწონს (განსაკუთრებით ზღაპრები)
* 9.3 კგ-დან, 8.5კგ-ზე ჩამოვიდა, მაგრამ კარგად ჭამს და აკრიფავს ისევ სავარაუდოდ
* ცხოვრებაში პირველად ჰქონდა სიცხე და ხმაც შეცვლილი აქვს, ინჰალატორიც გვათხოვა მაკუნიამ, მაგრამ მემგონი არ სჭირდება, თითქმის გაუარა ხველებამაც
:)

Friday, December 14, 2012

წინასაახალწლოდ - ხუანი

ამდენი არასდროს არ მიცინია...
ვანო მირეკავს - ვერ ვუპასუხე
15 წუთში კიდე მირეკავს:
მე - საქმეზე ვარ, მეთვითონ დაგირეკავ
ვანო - კარგი

1-2 საათში
მე - რას შვები?
ვანო - შენთვის სიურპრიზი მაქვს
მააშინვე მივხვვდი რაშიც იყო საქმე, რათქმაუნდა, ორშაბათ დღეს, ნაბახუსევს, გურამას ახალი ზედმეტი სახელი მოუგონა. თავიდანვე მქონდა წინათგრძნობა, რომ მაგარი იქნებოდა...

ვანო - 1 სიტყვიანია...
დიდი ხანია, 1 სიტყვიანი ზედმეტი სახელი არ მოუფიქრებია და ეტყობა მომენატრა...
უკვე ვიცინი, ერთი სული მაქვს როდის გავიგებ.

მე - მითხარი აბა
ვანო - სკაიპში მოგწერ
მე - ეხლავე დავჯდები კომპიუტერთან და ქართულად მომწერე...

ხუანი

აქ დაიწყო ჩემი 10 წუთიანი სიცილი, რომლის ბოლოს უკვე სუნთქვა შემეკრა. ვერ ავხსნი, რა კარგ დროს და რა კარგ ხასიათზე დამემთხვა. ცუდად გახდომამდე სიცილს რომ მოვრჩით, ოთახიდან გავედი, მომერიდა, ხალხის  ზის...
ბოლოს შევთანხმდით, რომ ვიდეოთი უნდა გადავიღო, რომ გურამას ამ სა ხელს ვეძახი და თან უნდა გამოჩნდეს, ჩემი ოჯახის წევრების რეაქცია...
:)))))))

ძალიან მაგარია ვანო ზედმეტ სახელებში, უფრო სწორად, მე ძალიან მომწონს მისი დარქმეული სახელები. ათეულიც მაქვს, აქ ვერ დავწერ იმიტომ, რომ იოლად მოიძებნება ეს გვერდი მერე, და გავიშიფრები.

Monday, November 5, 2012

მინდა...

- პირველ რიგში, არაფერი არ მინდა ისე ძალიან, როგორც ჩვენი აფხაზი და ოსი ხალხის დაბრუნება, ისევ ერთად, წყნარად, მეგობრულად ვიცხოვროთ, როგორც აქამდე. მთელს საქართველოზე ვრცელდებოდეს ჩვენივე იურისდიქცია და აღარასდროს დავუშვათ მისი დაქუცმაცება.
- მეორე რიგში, მინდა რომ ჯანმრთელი ოჯახი ვიყოთ, ცოლ-შვილით (მომავალში შვილებით) და-ძმით, მშობლებით... მეგობრები და კეთილისმსურველები სულ გვერდში მყავდეს.
- ასევე საქართველო მინდა იყოს ძალიან წარმატებული ქვეყანა, სადაც გადარჩენაზე ბრძოლას, ხალხი სამუდამოდ დაივიწყებს.
- მინდა, რომ საქართველოს მოსახლეობა (აფხაზებიან-ოსებიანად) გახდეს 20 მილიონი 2500 წლამდე. 500 წელიწადში ეს საკმაოდ რეალისტურია...
- მინდა, რომ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიო და შევეწიო სამშობლოს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ...

Friday, November 2, 2012

2 ნოემბერი - დაჩი

ძაალიან სასაცილოა, 2-3 დღის წინ, "ტომი და ჯერი"-ს მთლიან სერიას უყურა სერიოზული სახით ისე, რომ გვერდზე არც კი გაუხედავს.
მელიკომ რაღაც მულტფილმი იპოვა, რომელიც ძალიან მოსწონს, ქართულებს ჯერ ვერ ამუღამებს, ხმებს კი უსმენს, მაგრამ ფერები არ მოსწონს ეტყობა და ყურებით, ვერ უყურებს.
ჯდომა ძალიან უყვარს, თითებზე გკიდებს ხელს და ჯდება, წელს კარგად ვერ იკავებს, მაგრამ თუ გაუშვი თითები 1-2 წუთი იყანყალებს და წაიქცევა...
კოცნა და მოფერება უყვარს განსაკუთრებით, ეხლა ჰაერში ახტომასაც ვამუღამებთ.
უკვე ყველას გვცნობს, რომ მივდივარ მიცინის, ბაბუსაც ცნობს და ნუცასაც, მელიკოს და ბებოს დანახვაზე, ხელეფს და ფეხებს ერთად იქნევს, თუ კარგ ხასიათზეა. მარტო გურამას ვერ ცნობს მგონი.
ზათარში აბასთუმანში ვაპირებთ 1 კვირით, მანქანაც ჩამოგვისწრებს იმედია, ახალი საბურავები აქვს და არ მეშინია, წესით ხელი არ შეგვეშლება, რაც არ უნდა დიდი თოვლი იყოს.

Wednesday, September 19, 2012

3 თვის

ძალიან სასაცილოა. დღეს 3 თვის გახდა.
* აღმოაჩინა საკუთარი ხელები, უყურებს დაელამებული თვალებით და ერთობა
* მიწოდებულ სათამაშოს გვართმევს 2 ხელით და  ცდილობს პირში ჩაიდოს
* ისწავლა კივილი და მარტო თუ დარჩება - კივის
* მუცელზე წევს, დღეში 3-4 - ჯერ მაინც (ვვარჯიშობთ)
* ძილითაც სულ მუცელზე სძინავს
* ბებიამისი "ადე-ადე" -ს ასწავლის, მაგრამ ჯერ შედეგი არ გვაქვს...

Monday, September 17, 2012

პირველად ეზიარა

16 სექტემბერს, დილას, როგორც ყოველთვის, თამაშ-თამაშით გავიღვიძეთ. გამოიძინა, მიირთვა თავადისშვილმა, და თამაშის მუღამზე მოვიდა.

დაჩის მონათვლის შემდეგ ჯერ არცერთხელ არ იყო ნაზიარები და მელიკომ მითხრა, იქნებ აზიაროო, თან ეს დღეები ცუდი სიზმრები მესიზმრება და დაძაბული ვარო.

კარგი ამინდია, მზეც აცხუნებს, აივნიდან რომ გადავიხედე ეკლესიაში ფუსფუსია, სადაცაა ზიარება დაიწყება. უცბათ ჩავიცვი, ავიყვანე დაჩი და ჩავედი.

ზიარება მალევე დაიწყო, ვაზიარე, მზეზეც ვისეირნეთ, მალევე ჩაეძინა ხელში აყვანილს და სახლში ამოვიყვანე :)

Thursday, September 13, 2012

ოჯახი

3-4 დღეა, დაჩიმ მისი ხელები აღმოაჩინა, ისე საყვარლად აკვირდება, მის მოძრავ ხელებს, რომ სიცილს ვერ ვიკავებთ. კარგად ვითარდება, ექიმიც და ბებიამისიც კმაყოფილია :))) გუშინდელი დღიდან, მიწოდებული სათამაშოს გამორთმევას ვასწავლით, ცდილობს, მაგრამ მაინც არ გამოსდის ჯერ. სულ მუცელზე სძინავს და სხვანაირად დაწვენის შემთხვევაში, მალევე იღვიძებს ერთი გამონაკლისის გარდა - თუ ჩვენთან ჩავიწვენთ, როგორც გინდა დააძინე, სძინავს.

მელიკუნამ ფრჩხილი ამოიღო ფეხზე, ცოტა სტკიოდა, მაგრამ დღეს ექიმმა - კარგად არისო, საფენებზე გადავიდეთო. სავარაუდოდ ეგეც ისე ჩაივლის, აქ რომ არ დამეწერა, არც კი გაგვახსენდებოდა.

მე სწავლის მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მომიწევს ამ კვირაში, ან 1 წელი, ან ოპერეიშენ მენეჯმენტი. ინგლისურის მეშინია ძალიან და როგორ მოვიქცე არ ვიცი. 1 წლის მერე გამოჩნდება...

ეს არის მოკლედ, რისი გახსენებაც ღირს შემდგომში...

Friday, August 3, 2012

დაჩი ქრისტიანია!!!



მთელი თვეა ვფიქრობთ, დაჩის ნათლობაზე, მინდოდა მელიკოსები გადმოგვეპატიჟებინა და კაარგად მოგველხინა მაგრამ...

დავრწმუნდი, რომ ის ასაღები ფული, რომელიც ნათლობისთვის მქონდა გადადებული, ვერ მექნებოდა კვირისთვის და მივწერე ნათლიებს: "სამწუხაროდ, დაჩის ნათლობა გადაიდო რამოდენიმე კვირით"...

1საათში:
მე - დამლოცე მამაო
მამაო - დაგლოცოს გამჩენმა როგორ ხარ?
მე - რამიშავს, თქვენ როგორ?
მამაო - მშვიდობა გვაქვს ღმრთის წყალობით. შენა, ვინ მოგცა უფლება, დაჩის ნათლობის გადადებისა? (და აააქ დაიწყო?!)

მართალიც მითხრა, არ ღირდა გადადება, სუფრაც მოიცდის და პურისჭამაც, მთავარია, რომ გაქრისტიანდესო. ისე არ გაიყვანო ქალაქიდანო.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა "გავიპრანჭე", ბოლოს არ მაცადა და ესე დაამთავრა:

"დაჩის ნათლობაზე გეპატიჟებით შენ და მელანიას კვირას 12სთ-ზე, ბავშვის წამოყვანა არ დაგავიწყდეს" - ო.

შაბათ-კვირას მსახურებაში მივეხმარეთ მამაოს გალობით, კვირას მოვნათლეთ კიდეც დაჩი.  ნათლიები: მამაო, ავაზა, მორჩაძე და ანო (დივა)

მერე სახლში მოკრძალებული აღნიშვნა გვქონდა და...

Friday, July 13, 2012

"ჯერ სად ხარ?!" - ი


დღეს გამთენიისას წამოოიტირა, მელიკო წამოხტა, უცბათ აჭამა, მერე გამოუცვალა და აივანზე გაიყვანა დასაძინებლად.

მელიკო - ვერ იძინებს, გაზები აქვს უეჭველი
მე - მომიყვანე
მელიკო - აივანზე მინდა დაიძინოს
მე - დავაძინებ და გადავაწვენ

გუშინ ეროვნული გამოცდების პირველი ეტაპი მქონდა (წერა და წაკითხულის გააზრება). მგონი, რომ ნორმალურად დავწერე. დაღლილი UGT-ში გავიქეცი და გზიდან ამირანა და ჯორა მოვიკითხე, მეეთქი როგორ დაწერეს. ამასობაში იდეა დაიბადა, ნეკნები ან კანჭი ვჭამოთ და ლუდი დავლიოთო. საღამოს ეგრეც ვქენით. შეზარხოშებული დავბრუნდი სახლში, 2სთ-მდე არ დაგვაძინა. ძლივს ჩაძინებულზე, კიდე გაგვაღვიძა, ვაჭამეთ - დაიძინა. და დილას, გამთენიისას, როგორც გითხარით უკვე აივანზე, კვნესოდა და იმანჭებოდა.

ააბა როგორია მამობა?! - ყველა ამას მეკითხება როგორც წესი.
მეც ვპასუხობ - მაგარიააა.

დაჩის სძინავს აივანზე
მერე ყველა ულვაშებში იცინის და მეუბნება - ჯეერ სად ხარ?!

დღეს მივხვდი, რომ "ჯერ სად ვარ?!"

მელიკომ შემოიყვანა და გულზე მომიწვინა, პირაღმა. დაიკლაკნა, წამოიტირა (არ მოეწონა აშკარად, თუმცა ესე ვაკეთებთ ხოლმე გაზების გასაყვანად და გვშველის) მერე თითქოს გაყუჩდა და...

ესე გემრიელად ცხოვრებაში არ მძინებია, ცოტა ნაბახუსევს, გამოუძინარს, გულზე თოთო ბავშვი მეწვინა და ორივეს ისე ჩაგვეძინა, 9-ზე ძლივს გაგვაღვიძა მელიკომ. დაჩისაც, შემოუხვევია ხელები ჩემზე და 2.5 საათი ისე გადააბა ძილი, არც განძრეულა (რომ განძრეულიყო, აუცილებლად გავიგებდი).

ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, დარწმუნებული ვარ, დაჩიმაც. კიდე მინდა, რომ ეგრე დავიძნოთ. მგონი იწყება "ჯერ სად ხარ?!" - ი :)

Wednesday, February 15, 2012

ნეტა რომელი?

1. ერეკლე - ჩემი ფავორიტი, მელიკოსაც მოსწონს, თუმცა სხვა ალტერნატივების არის.
2. ცოტნე - მელიკოს ფავორიტი, მეც ძალიან მომწონს და გამოკითხული ხალხის უმრავლესობასაც.
3. დაჩი - ვერც ამაზე ვიტყვი ვერაფერს, ძალიან მომწონს, თუმცა სულ ოდნავ მირჩევნია ერეკლე
4. ჯარჯი - ჩემი ინიციატივაა, თუმცა ხალხის მოწონება მაინცდამაინც ვერ ჰპოვა, არადა ჯარჯი რაზმაძე - რა მაგარია!?
5. მათე - საშუალო

Monday, October 17, 2011

ჩვენ სამნი გავხდებით!!!

ბოლო 1 კვირა საკმაოდ დაძაბულია...
გურამა თავის ფეხით მიდის და მინიმუმ 3–4 თვით რჩება, 50K გვაქვს საჩალიჩო, ამას დაძაბული შაბათ–კვირა მოჰყვა – რთველი. პირველად ვიყავი მონაწილე 4 ტონა ყურძენი დავაბინავეთ. იქ გავიგე, რომ HP–მ ახალი კადრი აიყვანა იქ, სადაც მე მპირდებოდნენ. თუმცა, ამ ორშაბათ დღეს, მაინც გამახარა მამა ზეციერმა...
ორშაბათი დილაა, სახლში გავიქეცი მელიკუნას სამსახურში დატოვებისთანავე, მოვწესრიგდი და მოვბრუნდი. საქაერონავიგაცია გაჩხერილი მყავს, + CRM–ში ახალი კლიენტების ბაზა უნდა გავაკეთო, მიმდინარე პროექტის შეკვეთების განთავსება დაიწყეს ჩემს სიტყვაზე და არა წერილის საფუძველზე, მოკლედ...

დილას მობილზე ჩავურიცხე ფული, 6 ლარი და 2 ბილეთი. იმწუთშივე დამირეკა, მერე კიდე დამირეკა, მერე კიდე... მე–5 დარეკვაზე - სამსახურში გამოგივლი, რა წამოგიღოო, სოტა უცნაურად მომეჩვენა, გაგანია 2სთ–ზე გამოგივლი?! პეპსითქო. რომ მოვიდა დამირეკა, ხიდზე ვარ, ამოდიო, ავედი და მანახა...
ყველაზე ბედნიერი როდის იყავიო აქამდე რომ ეკითხათ, ვეტყოდი საქართველო 1 - 0 რუსეთი, ფეხბურთში რომ მოვიგეთ მაშინთქო...

ასეთი ბედნიერი, არასდროს ვყოფილვარ. ღმრთის წყალობით, ჩვენ სამნი გავხდებით. მელაკუდაზე ვააფრენ, არ მეგონა თუ ასე ვინმე მეყვარებოდა, სხვების მიკვირდა და ვერ წარმომედგინა, სიფანატემდე როგორ შეიძლებოდა შეყვარება...
ამ ბოლო დროს, ბევრად უფრო მიყვარს, ვიდრე აქამდე მიყვარდა, რაც დრო გადის, უფრო მიყვარდება. ნეტა სულ ესე გაგრძელდეს.
უკვე მესამეც მიყვარს, დავინახე კიდეც, მელიკუნამ მანახა, 2–3 კვირის არის.

ღმერთო, მოგვიმართე ხელი :)

Tuesday, October 11, 2011

ივანიშვილი პოლიტიკაში

წუხელ ფეხბურთი ვითამაშეთ, შუა თამაშში ოთო მოვიდა და არც თუ ისე კარგი ამბავი მოგვიტანა ჩემი ძმის თემაზე, 50K და 3.5 – იო შემოთვალეს. მოვრჩით თუ არა თამაშს გაიმართა დიდი მსჯელობა ამ თემაზე. დიდი ყაყანის მერე ამ ხელისუფლებაზეც გადავედით და ბოლოს რათქმაუნდა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაც არ გამოგვრჩენია...
მინდა დავწერო ჩემი პროგნოზი, მოვა დრო, და ამის წაკითხვით მივხვდები ჩემი ამჟამინდელი განწყობა სწორი იყო თუ მცდარი.
წუმპეს ვეკამათე, მაგრად მიყვარს, მაგრამ ვთვლი, რომ მაინც არ არის სათანადოდ ობიექტური ისევე, როგორც გურამა და ლეკიშვილი. რომ ვუთხარი, არცერთი პროგნოზი არ გამიმაზავს ჯერ, რაც აქტიურად გავერკვიე პოლიტიკაშითქო, მითხრა აბა ეხლა რას პროგნოზიირებო?!

ბოლოს შევთანხმდით იმაზე, რომ ირაკლის თქმით, არჩევნებზე ივანიშვილი უმრავლესობით მოვა და 1 წელში სააკაშვილი აღარ იქნება..

მე კი მგონია *
მიმოხილვა - ივანიშვილს, როგორც ვიცით, ძალიან დიდი ფული აქვს ნაშოვნი რუსეთში და ამჟამადაც მისი ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილი (ვიტყოდი 80%) რუსეთის ტერიტორიაზეა. ისიც ვიცით, რომ რუსეთი გამალებული ეძებს აქაურ დასაყრდნობს, რომ მისი პოლიტიკა ვინმეს გაატარებინოს და მისთვის სასურველ შედეგებამდე მივიდეს (ეს იქნება არეულობა თუ პრორუსული განწყობა და საბოლოოდ უარის თქმა ევროსტრუქტურებში გაერთიანებაზე). ეს მცდელობები საიდან დაიწყო ვერ გეტყვით, მგონი ნოღაიდელით (მან თქვა პირველად კამერაში, რომ რუსეთის კაცია) მერე მიბაძეს და ეხლა მგონი ოპოზიციის 80% არც კი მალავს, რომ პრორუსულია. ისიც კარგად ვიცით, რომ არცერთი რუსული ოპოზიციური პარტია / მიმართულება / ბლოკი არაფრის მაქნისია და რუსეთი არ არის კმაყოფილი მათი შედეგებით. ანუ, ამჟამადაც იდეაში რუსეთი განაგრძობს დასაყრდენის ძიებას საქართველოში და სჭირდება სანდრო, კარგი რეპუტაციით, ქართველი, რეიტინგული ხალხში, სანდომიანი...

ამას ბევრი ფიქრი არ უნდა, რომ ივანიშვილი საუკეთესო კანდიდატია და აქამდე, მანამ რუსეთმა ყველა სხვა პოლიტიკოსების შესაძლო რესურსი არ ამოწურა (გრეჩიხა, ბურჟანაძე, ოქრუაშვიილი) არ მიადგა მას, თუმცა სხვა გზა აღარ დარჩათ და ბოლო გზა მისი გაპოლიტიზირებაა.
ივანიშვილს ძალიან უყვარს სამშობლო, თავს დავდებ, რომ გაერთიანებულ და ფეხზე წამომდგარ სამშობლოზე ოცნებობს, ძალიან მჭირდო შეხება მაქვს ქართუ ჯგუფთან და ვიცი მათი პროექტები. ზუსტად საჭირო ადგილას ეხმარებიან საქართველოს და ესეთ ანალიზს მარტო სამშობლოზე შეყვარებული კაცი აკეთებს, რომლისთვისაც აქამდე სულ ერთი იყო ხალხში ქულების დაწერა.

ჩემი დასკვნა - ივანაშვილს პუტინი აშანტაჟებს, ემუქრებიან ან დაჭერით, ან ქონების ჩამორთმევით, რაც არაერთხელ უქნიათ (იხ. ბერეზოვსკის მაგალითი) ამასაც ეშინია და ჩემი აზრით აპირებს რუსულ ბიზნესებს რეალიზაცია გაუკეთოს (გაყიდოს) აქ ითამაშოს, თითქოს პოლიტიკაშია და სინამდვილეში არასდროს არ გამოიყვანს ხალხს და არეულობის მოწყობას არც კი ეცდება. ანუ ეცდება რუსული წნეხისგან თავი დაიხსნას ისე, რომ სამშობლო არ აზარალოს...

მაგრამ ეს რუსეთსაც თუ გათვლილი აქვს მერე...

Monday, September 26, 2011

27.09.93 - სოხუმის დაცემის დღე


1993–ში 13 წლის ვიყავი. 1989 წლის 9 აპრილს გამოვლილი, კი ვხვდებოდი, რომ ამჯერადაც რაღაც უბედურება დაგვატყდა თავს მაგრამ, ასეთი?!
სოხუმის დაკარგვაც ისევე მახსოვს, როგორც 9 აპრილის დილა. გავიღვიძე და უკვე დიდი უბედურება იყო ჩვენს თავს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აფხაზეთის ომის მონაწილე არ ვყოფილვარ, თუმცა რაც დრო გადის, გაფანატებამდე მინდა იქ მოხვედრა და იქაური ხალხის გაცნობა. წელს განმუხურშიც ვეხვეწე მესაზღვრეებს, მარტო ფეხი დამადგმევინეთთქო და, ვერაო :)
არ შემიძლია არ ვახსენო ჟიულ შარტავა, რომლის ფოტოც სიმბოლურად თან ახლავს ჩანაწერს...

აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, ეს იყო, არის და იქნება. იგივე მინდა ვთქვა აფხაზებზე და ოსებზე, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ადგილას არ ვყოფილვარ და არცერთი ერი არ ვიცი, მაინც ვთვლი, რომ ჩემები არიან ისევე, როგორც იქაური მიწა – წყალი.
ამით, მინდა შევახსენო ჩემს თავს (თუმცა არ მჭირდებოდა არასდროს), რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩემს სამშობლოს ვფიცავ, რომ არასდროს შევეგუები ამ მოძმე ერების და საქართველოს მიწა–წყლის საქართველოს საზღვრებს გარეთ ყოფნას...

Tuesday, August 9, 2011

08.08.08

7 რიცხვიდან დამეწყო, შარშან მახსოვს, მარტო გავძვერი სადღაც და ჩემთვის ვიყავი, ოცნებაშერეულად ვფიქრობდი უსაზღვროდ ბევრს, ვნანობდი, რომ მეც არ ვიყავი იმ ომში, სადაც უსამართლობა მეფობდა...

სიგიჟემდე მიყვარს სამშობლო, ავადმყოფურად, მარტო ამ თემაზე ვფიქრობ.
მესმის სამხედროების, კარგად მახსოვს, გაფანტულად და არაორგანიზებულად, დემორალიზირებულები, ყურებჩამოყრილები რომ ჩამოდიოდნენ თბილისში და ჩხუბობდნენ – რა დროს კონცერტია, ჩვენ იქ სამშობლოს თავი შევაკალით კინაღამო, თქვენ კიდე აქ, წურწუმიას უსმენთო... ვაიმე, როგორ მესმოდა მათი, თანაც ყველა ერთიდაიგივეს ამბობდა, ეტყობა იქ ზოგადად ესეთი სურათი წარმოედინა ყველას.
მე ვიცი, რომ ის კონცერტი სულ სხვა საქმეს ემსახურებოდა, ჩემი აზრით სააკაშვილმა შეკრიბა ხალხი და ანახა რუსეთს, რომ მხარდამჭერები, მიუხედავად ომის წაგებისა მაინც მრავლად ჰყავს და ტყუილად ნუ ცდილობთ, ჩემს ძალისმიერი ხერხით ჩამოგდებასო მაგრამ... სამხედროებს ჰგონიათ, რომ მათი თავდადება, უკვდავი იქნება, სახელმწიფოს მხედართმთავრებიც მაგას იღწვიან, რომ სამაგალითოდ მოუარონ მათ შვილებს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, არავის ახსოვს არცერთი მათთაგანის თუნდაც სახელი. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა რაზე მიდიოდა და ყველა საომარი მოქმედებებისთვის ვარჯიშობდა, ვთვლი, რომ მაინც განსაკუთრებული ვაჟკაცობა სჭირდება ომში ბრძოლას.

ამ წერილის დაწერის მთავარი აზრია, მომავალში, ამ წერილის გადახედვისთანავე გამახსენდეს ეს უსაზღვრო მადლიერება იმ ბიჭების მიმართ, ვინც ამ უსამართლობაში არ დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ მისი თავდადებული ბრძოლით და შეუპოვრობით, რამდენ ლაჩარს და მოღალატეს დაიცავდა მის ზურგსუკან, რამდენ ისეთ ადამიანს, რომელსაც თავის სამშობლოზე არც კი ლოცულობს, ვინც, თავისი კეთილდღეობის სანაცვლოდ, სამშობლოს სხვა ქვეყანაზე ან მატერიალურ სარგებელზე ცვლის, ვისაც არც კი აინტერესებს ჩვენ დავიბრუნებთ თუ არა დაკარგულ ტერიტორიებს და ხალხს (ხალხში აფხაზებს და ოსებს ვგულისხმობ რათქმაუნდა), ვისთვისაც სუუულ ერთია შევინარჩუნებთ თუ არა სუვერენიტეტს და არც კი იცის თავისუფლების ფასი, რომლებზეც ჩვენი მშობლები, ბეეევრი ათეული წელი ოცნებობდნენ...

მოკლედ, თქვენ არ იცით როგორი მადლიერი ვარ თქვენი და როოგორ მიყვარხართ თითოეული თქვენთაგანი.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ხართ, და ვინც უკვე აღარ ხართ!!!

Thursday, July 14, 2011

გარეგინ II

საქმე "Youtube"-ზე გავრცელებულ ვიდეომასალას ეხება, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორესთან საუბარს ასახავს.

http://www.youtube.com/watch?v=nh5L6diX5cQ&feature=player_embedded

ამ ჩანაწერში გარეგინ მეორემ თავისი აღზრდა, აზროვნების სტილი და რაობა აჩვენა. მიუხედავად ზოგადად სომხების დიდი პატივისცემისა, ვიდეოს რომ ვუყურებდი, მეგონა ძველი ბიჭი ლაპარაკობდა, რომლისთვისაც ურთიერთობების გარკვევის ფორმა "ბაზარი" და "გარჩევაა", და არა სომხეთის პატრიარქი, რომელიც სავარაუდოდ ბრძენი, დამჯდარი და ღირსეული წარმომედგინდა (როგორც ტელერეპორტაჟებში ჩანდა მსახურებების დროს).

ჩემთვის უცნაური იყო ის დეტალიც, რომ სომხეთის სულიერი ლიდერი ილია მეორესთან "შენობით" ლაპარაკს ცდილობდა, რასაც ის რბილად ეწინააღდმეგებოდა. ეს არ იქნებოდა გასაკვირი, თუ ამას ჩვენი პატრიარქი ჩვეულებრივად მიიღებდა, ის ამბობს კიდეც, რომ ბევრს ელაპარაკება "შენობით" და მოყავს მიზეზად "სტუმარს არ მივმართავთ შენობით" – ო, რადგან საჭიროზე მეტად არ გაიშინაუროს. ყველაფერს თავი დავანებოთ, ის მაინც როგორ ვერ იგრძნო, რომ ასაკით უფროსს (მიუხედავად დანარჩენისა) "თქვენობით" უნდა მიმართო და მუხლზე ხელი მუდმივად არ უნდა ურტყა...

ან ეს რა იყო – ი პტიცი ესტ, ი ზელენ ესტ, უ ტებია ვსო ესტ...

მე მაგალითად, პირველად ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, ცოტა შესუსტებული მომეჩვენა ჩვენი პატრიარქი, ცოტა შემეშინდა კიდეც, რამე არ გამოგვტყუონ საზიანოთქო, თუმცა საბოლოოდ დავწმუნდი, რომ მისი ანალიზის უნარის ჩამოწერა ჯეეერ ადრეა...

ააშენოს და ჯანმრთელი გვიმყოფოს გამჩენმა...

Friday, June 17, 2011

"ქალი უფროსი"

რამდენი წელია ვმუშაობ და, პირველად მყავს "ქალი" ხელმძღვანელი. მეგონა - არაფერი განსაკუთრებულითქო, თუმცა, თურმე ვცდები. ძალიან ძნელია განსხვავებების აქ დაწერა, ეს იმდენად ბევრი და უმნიშვნელოა. თუმცა ვეცდები ნაწილის აქ ჩამოყალიბებას, ზუსტად ვიცი, 0,5%–საც კი ვერ დავწერ აქ იმისას, რამდენიც სინამდვილეში არსებობს მაგრამ მაინც...

* ლაპარაკი - აქამდე, ყველა შემთხვევაში ლაპარაკი ჩემს შეფთან მიწევდა ძალიან ლაკონურად, კონკრეტულად, ემოციებით რათქმაუნდა (ხშირად 1–2 ბილწი სიტყვაც შეიძლება გამორეოდა). ახლა მიუხედავად იმისა, რომ ვაგზავნი რაპორტს ყოველი კვირის ბოლოს (დღეს მაგალითად), მაინც მიწევს სიტყვიერად, ყველა დეტალის, დაწვრილებით ახსნა და განმარტება. ეს არ ვიცი რისი ბრალია, შეიძლება ჯერ არ მენდობა ბოლომდე, ან მამოწმებს, ან უბრალოდ რაღაცას ვერ იგებს, ანდაც, ყველა ეგრე ეურთიერთობება (მარკეტინგის განყოფილებაში მარტო გოგოები არიან ჯერჯერობით) და მიჩვეულია, არის ვარიანტი, რომ ჩემთან ურთიერთობაში შემოსვლა უნდა "დამეგობრება" რაც ჩვეულებრივი მოვლენაა, თავიდან მეგონა ჩემი იმედი აარ აქვსთქო, თუმცა გუშინ საპირისპიროში დავრწმუნდი. საქმეზე ლაპარაკის დროსაც საშინელი პესიმიზმი შეიმჩნევა, ეს მარტო ქალ–ხელმძღვანელს ვერ დააბრალებ მაგრამ რავიცი, მოკლედ, სავარაუდოდ მაკვირდება და მეც ვაკვირდები...

* ქცევა - უცბათ, ხმაურით, ემოციურად ადგომა, გასვლა გამოსვლა, ხმამაღლა ტელეფონზე ლაპარაკი, ხელის ჩარტყმა და გემრიელად მისალმება დერეფანში ვინმესთან, უცბათ რაღაცის ხმამაღლა კითხვა (უმისამართოდ), განცვიფრება და აღშფოთება. ეს არის სია (და არასრული სია) რომელსაც ვხვდები, რომ ნელ–ნელა ვემშვიდობები. ერთი ორჯერ გავაკეთე ქვეცნობიერად ასეთი რამ და მივხვდი, რომ მისი დისკომფორტი გამოვიწვიე.

* მიდგომები - "სიტყვის თქმა" ანუ შეპირების ხარჯზე, რაიმე არასტანდარტულის გაკეთება მაგალითად: "ჯერ გაწერე და უეჭველი ჩამოგიტან საბუთებს", მისთვის მიუღებელია – როგორ?! საბუთების გარეშე ვინ გაგიწერს?
ანდაც: "შეუკვეთე, და ხელშეკრულება ხვალ მექნება" - რას ამბობ, რომ გადაიფიქრონ?!
ძნელია მისთვის "სიტყვა"–ზე დაყრდნობა, ურჩევნია თავი გადაიზღვიოს 10–ჯერ.

* პუნქტუალურობა - ან საჭიროზე პუნქტუალურია, ან უბრალოდ პუნქტუალურია და მე აქამდე მიწევდა მუშაობა არაპუნქტუალურებთან:))))

მოკლედ, დანარჩენს მერე...